საკლუბო მუშაობა


მათემატიკის მოყვარულთა კლუბირუბიკი“  კურატორი ციური გოგიბერიძე
კლუბის წესდება
მუხლი 1.
მათემატიკის მოყვარულთა კლუბირუბიკიშეიქმნა სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ბაზაზე. იგი თავის საქმიანობას წარმართავს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად. და ეფუძნება მას.
მუხლი 2.  კლუბირუბიკის“- მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:
§  ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მათემატიკის პოპულარიზაციას, მათ აკადემიურ წინსვლას, მათემატიკური, ლოგიკური და სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას
§  გაზარდოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მათემატიკაში
§  მოსწავლეებს საშუალება მისცეს აღმოაჩინონ და განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები
§  ნაკლებად აქტიურ მოსწავლეებს მისცეს საშუალება ახალი ცოდნის მიღებისა და თავისუფალი დროის შინაარსიანად განკარგვისათვის
§  ხელი შეუწყოს მოსწავლეების თანატოლებთან და უფროსებთან დადებით, კონსტრუქციულ ურთიერთობასა და გუნდურ მუშაობას
§  განუვითარდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა და შეძლონ პრიორიტეტების გამოყოფა
§  ხელი შეუწყოს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მოამზადოს ისინი პრობლემების გადაჭრისათვის
§  მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი თვითშეფასება
§  შეეძლოთ საკუთარი შესაძლებლობების გაანალიზება და სამომავლო მიზნების დასახვა
§  გახდნენ უფრო მოტივირებულნი, ორგანიზებულნი, მიზანდასახულნი და აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.
მუხლი 3. მათემატიკის მოყვარულთა კლუბირუბიკი“- მუშაობის წესი:
კლუბი მუშაობას იწყებს 2018 წლის ოქტომბრის თვეში.კლუბის მეცადინეობა იმართება 2 კვირაში ერთჯერ, ერთი სამუშაო შეხვედრა გრძელდება 2 აკადემიური საათი. საკლუბო მუშაობა კი გრძელდება სასწავლო წლის დასასრულამდე.
§  კლუბის მეცადინეობაზე ხდება სახალისო, ლოგიკური, საინტერესო ამოცანების ამოხსნა ინდივიდუალურად და ჯგუფურად.
§  ერთობლივად შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებების , კვირეულის დაგეგმვა,  და მათი განხორციელება.

კლუბის სამუშაო პერიოდი
) კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სასწავლო სემესტრებს
) კლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, საჭიროებისამებრ იკრიბება შაბათ-კვირას.
მუხლი 4.კლუბის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები:
§  კლუბის მიერ შემუშავებული წესის დაცვა
§  კლუბში გაერთიანებული მოსწავლეების თანასწორუფლებიანობა
§  ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა
§  ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შეუზღუდველობა
მუხლი 5.კლუბში გაწევრიანებa:
კლუბში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და მისი წევრი შეიძლება გახდეს სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის III, IV კლასების ყველა მსურველი მოსწავლე, რომელიც გამოირჩევა მათემატიკის სიყვარულით და ინტერესდება მათემატიკის უკეთ შესწავლით.
მოსწავლეთა მიღება კლუბში ხდება შესაბამისი განაცხადის წარდგენისა და კლუბის კურატორთან გასაუბრების საფუძველზე. განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მოსწავლისათვის. წინამდებარე წესდება ცნობილი იქნება მოსწავლეთთათვის კლუბის შემადგენლობის დადგენამდე.
კლუბს ხელმძღვანელობს მათემატიკის პედაგოგი, რომელიც გამოხატავს ინიციატივას, მზადყოფნას საკლუბო მუშაობის წარმართვისა და წარმოადგენს განაცხადსა და სამოქმედო გეგმას.ხელმძღვანელი მიმართულებას აძლევს და წარმართავს საკლუბო მუშაობას.
ზრუნავს კლუბის საქმიანობისა და ეფექტური მუშაობისათვის.
მუხლი 6.მოსწავლეთა წახალისება :
მოსწავლე კლუბში აქტიური და წარმატებული მუშაობისთვის მიიღებს:
§  სიგელს შესაბამისი აქტივობისთვის
§  მადლობის წერილს მშობელთან
§  განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია მოსწავლე დაჯილდოვდეს ფასიანი საჩუქრით
მოსწავლეთა მხრიდან წესდების დარღვევის შემთხვევები:
§  მოსწავლე სამუშაო შეხვედრის 3-ჯერ არასაპატიოდ გაცდენისას ამოირიცხება კლუბიდან ასევე 5-ჯერ დაგვიანების შემთხვევაში ამოირიცხება კლუბიდან.


განაცხადი კლუბში გაწევრიანების მსურველი მოსწავლისათვის
მსურს გავწევრიანდე მათემატიკის მოყვარულთა კლუბრუბიკიდა აქტიური მონაწილეობა მივიღო მის მუშაობაში. გავეცანი კლუბის წესდებას და ვეთანხმები წესდების პირობებს.
სახელი, გვარი ________________________
სკოლა ____________________________
კლასი _____
საკონტაქტო ინფორმაცია
(მისამართი, ტელეფონი)_________________________________________
მოსწავლის ხელმოწერა __________________________
კურატორის რეკომენდაცია____________________________ 








კლუბის ლოგო და სლოგანი








კლუბი ,,რუბიკის" წევრები

1. მარიამ გობრონიძე---მესამე კლასი
2. აბო სარჯიანი----------მესამე კლასი
3. მარიამ ღლონტი-------მესამე კლასი
4. თორნიკე ბერიძე------მესამე კლასი
5.ლიკა ართმელაძე    ---მესამე კლასი
6.სალომე მამალაძე-----მესამე კლასი
7.ვალერი ბერიძე--------მესამე კლასი
8.დავით ნოზაძე---------მესამე კლასი
9.ლენა ახალაია----------მესამე კლასი
10.თეა  ძირკვაძე-------- მესამე კლასი
11. ზაური აბულაძე----მეოთხე კლასი
12.ბერიძე  ნაზი--------მეოთხე კლასი
13 ხარაბაძე რაული--------მეოთხე კლასი
14. საბა პაპიძე--------------მეოთხე კლასი
15. როინი იორდანიძე---მეოთხე კლასი
16. როლანდი იორდანიძე---მეოთხე კლასი
17. მამუკა ფუტკარაძე----მეოთხე კლასი
18. გვანცა ხინთიბიძე----მეოთხე კლასი
19.თეკლა მექვაბიშვილი---მეოთხე კლასი
20. ლუკა დავლაძე----------მეოთხე კლასი













 კლუბი ,,რუბიკის" პირველი შეკრება

2018 წლის 10 ოქტომბერი:




საორგანიზაციო საკითხების განხილვა-გაცნობა, კლუბის მუშაობის წესები, კლუბის მუშაობისთვის ლიტერატურის შერჩევა, საჭირო ინვენტარით აღჭურვა, შეხვედრების დროის და თარიღის არჩევა. მიზნების რეალიზების გზების  დასახვა. ლოგო და სლოგანის გაცნობა.
საუბარი გამოჩენილი მათემატიკოსების შესახებ



















ლუბი ,,რუბიკის" მეორე შეხვედრა
2018 წლის 24 ოქტომბერი
ამოვხსნათ 2 და 3 კითხვიანი ამოცანები


























ლუბი ,,რუბიკის" მესამე შეხვედრა
2018 წლის 8 ნოემბერი.

სააზროვნო უნარების განვითარება, ლოგიკური ამოცანების ამოხსნა.












კლუბი ,,რუბიკის" მეოთხე შეხვედრა
2018 წლის 22 ნოემბერი.

რა არის სასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტების ეტაპები.








კლუბი ,,რუბიკის" მეხუთხე შეხვედრა
2018 წლის 6 დეკემბერი.

სიგრძის, დროის, მასის ერთეულები და საზომი ხელსაწყოები















კლუბი ,,რუბიკის" მეექვსე შეხვედრა
2018 წლის  23 დეკემბერი.


პირველი სემესტრის შეჯამება
შეჯიბრი ,,კითხვა-პასუხი", მესამე და მეოთხე კლასს შორის












გილოცავთ ახალ წელს ჩემო პატარებო



კლუბი ,,რუბიკის" მეშვიდე შეხვედრა
2019 წლის  7თებერვალი.


როგორ ჩავწეროთ ამოცანის პირობა მოკლედ  და გასაგებად. ამოცანის ამოხსნის ეტაპები.























კლუბი ,,რუბიკის" მერვე შეხვედრა
2019 წლის  28 თებერვალი.

სასწავლო რესურსების  შექმნა და გამოყენება


















 კლუბი    ,,რუბიკის" მეცხრე შეხვედრა
2019 წლის  18 მარტი.
ჩვენს მიერ შექმნილი სასწავლო რესურსების ( გეომეტრიული ფიგურები) გამოფენა კონკურსი 


შეჯიბრი მესამე და მეოთხე კლასს შორის ავირჩიეთ ჟიური, მოვიწვიეთ ექსპერტი ნათია მასწავლებელი გამოვავლინეთ გამარჯვებული ( მესამე კლასი)













კლუბი ,,რუბიკის" მეათე შეხვედრა
2019 წლის  29 მარტი.

გეომეტრიული ფიგურები საგზაო ნიშნებში


ამოვიცანით გეომეტრიული ფიგურები საგზაო ნიშნებში და ასევე ვისაუბრეთ ამ ნიშნების მნიშვნელობაზე






























































კლუბი ,,რუბიკის" მეთერთმეტე შეხვედრა
2019 წლის  10 აპრილი.

კოორდინატები, ორიენტაცია სივრცეში























კლუბი ,,რუბიკის" მეთორმეტე შეხვედრა
2019 წლის  30 აპრილი.

ორიენტაცია დროში (საათის სახეები, დროის ამოცნობა)


დრო ყველაზე მნიშვნელოვანია  ცხოვრებაში. ყოველი წუთი, ყოველი წამი განუმეორებელია. ვერასოდეს დააბრუნებ წარსულს. მისი მნიშვნელობის და პრაქტიკული გამოყენების გამო დროის გასაზომად გამიოგონეს ხელსაწყო "საათი". პირველიმოწყობილობარომლის საშუალებითაცადამიანმა შეძლო დროის გაზომვაიყო მზისსაათიჰორიზონტალურ სადგამზე  ვერტიკალურად დარჭობილი ჯოხი, რომელსაც ჰქონდა დანაყოფებიანი წრე-ციფერბლატი. ჯოხის ჩრდილის სიგრძე და მიმართულებამიუთითებდა მზის სიმაღლეს და მდგომარეობას მერიდიანის მიმართდღის განმავლობაში მზის ჩრდილი ეცემოდა ციფერბლატს და წრეზე მოძრაობდა. ასესაზღვრავდნენ დროს ეგვიტესა და საბერძნეთში ძვ..აღით ||| ათასწლეულში.  საქართველოში  გელათის სამანასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისსამხრეთ-დასავლეთ მხარეს მინაშენზე მე-13 საუკუნეში გამოსახეს მზის საათი,რომლითაც მზის დახრილობის მიხედვით გებულობნენ დროს.
 უკვე II ათასწლეულში ჩვ. წ-მდე ინდოეთსა და სხვა ქვეყნებშიც იყენებდნენ წყლის საათს. დროს აღრიცხავდნენ დანაყოფებიან ჭურჭელში სავზე რეზერვუარიდან თანაბარი ინტერვალებით წვეთ-წვეთად ჩამდინარე წყლის დაგროვილი რაოდენობის მიხედვით.

გარდა ამ ორი ტიპის საათისააგრეთვე გამოიყენებოდასანთლის საათი  სპეციალურ სადგამზედამაგრებული სანთელი ნელა იწვოდახოლო მისუკან მდგარი საზომის საშუალებით ხდებოდაგასული დროის პერიოდის დადგენა.
შუა საუკუნეებში რაინდები შერკინებისას დროისგასაზომად ქვიშის საათს იყენებდნენბოლომთავრდებოდა მაშინროცა ქვიშის საათის ერთინაწილი მეორეში ჩაიცლებოდა.
 მექანიკური საათები მე-6 საუკუნიდან მოიხსენიება. საათის კონსტრუქციამ და სამოძრაო მექანიზმმა დიდი ცვლილებები განიცადა. თანამედროვე მექანიკური საათის გამომგონებელია კრისტიან ჰიუიგენსი, რომელმაც 1657 წელს საათის ისრების ასამოძრავებლად ქანქარა გამოიგონა.
საათის მუშაობა ემყარება მუდმივ პერიოდულ პროცესებს (დედამიწის ბრუნვას, ელექტრულ რხევებს, ქანქარას, კვარცის ფირფიტასა და მოლეკულაში ატომების რხევებს და სხვა). საათი არის საყოფაცხოვრებო (მაჯის, მაგიდის, კედლის, კოშკისა და ა. შ.) და სპეციალური დანიშნულებისა (რადიოშუქურის, სასიგნალო, საპროცედურო, ასტრონომიური, საჭადრაკო, სატაბელო და სხვა). მეტად ზუსტია კამერტონიანი საათი, რომელშიც გამოყენებულია კამერტონის სტაბილური რხევები (ცდომილება დღე-ღამეში ± 0,1 წმ), კვარციანი საათის მუშაობა ემყარება პიეზოელექტრულ ეფექტს [ცდომილება 100 ნწმ (10-7 წმ)]. მოლეკულური და ატომური საათის სვლის კორექტირება ხდება მოლეკულური გენერატორით [ცდომილება 100 ნწმ (10-9 წმ)].
 XX საუკუნიდან ჩნდება ე.წ ატომური და კვარცის საათები, რომელთა სვლის სიზუსტე ფანტასტიკურად დიდია. ამ საათებში ქანქარას როლს შესაბამისად ატომური და კვარცის გენერატორები ასრულებს. ასეთი საათების ყველაზე სრულყოფილ სახეობას ელექტრონული საათი ეწოდება. დღეს დღეისობით ყველაზე პრესტიჟული საათის მწარმოებელ ფირმადითვლებაროლექსიკასიოსიტიზენი და სეიკო.

საათი-ის სურათის შედეგისაათი-ის სურათის შედეგი



საათი-ის სურათის შედეგისაათი-ის სურათის შედეგი


საათი-ის სურათის შედეგი

























კლუბი ,,რუბიკის" მეცამეტე შეხვედრა
2019 წლის  15 მაისი.

სიგრძის ერთეულები

გავეცანით და შევისწავლეთ შემდეგი ერთეულები:


დასახელებასიმბოლოაღწერა
ანგსტრემიÅ0,1 ნანომეტრი ანუ მეტრის მეათმილიარდედი ნაწილი (10-10 მ.). ანგსტრემი ხშირად გამოიყენებოდა ფიზიკაში, ამჟამად მისი ჩანაცვლება ხდება ნანომეტრით. 1 ანგსტრემი მიახლოებით უდრის ელექტრონის ორბიტის დიამეტრს არააღგზნებულ წყალბადის ატომში.
ნანომეტრიnmმეტრის მემილიარდედი ნაწილი (10-9 მეტრი). უდრის 10 ანგსტრემს.
მიკრომეტრიµm მეტრის მემილიონედი ანუ მილიმეტრის მეათასედი ნაწილი
მილიმეტრიmmმეტრის მეათასედი ნაწილი
დეციმეტრიdmმეტრის მეათედი ნაწილი
სანტიმეტრიcmმეტრის მეასედი ნაწილი
მეტრიmმანძილი, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში 1/299 792 458 წამში
კილომეტრიkmუდრის 1000 მეტრს
მილიmiგამოიყენება საგზაო მანძილების გასაზომად. უდრის 1.609344 კმ.
საზღვაო მილიM, NM, nmiგამოიყენება ავიაციასა და ზღვაოსნობაში მანძილის გასაზომად. უდრის 1.852 კმ
ფუტიftსიგრძის არამეტრული საზომი ერთეული. უდრის 30.48 სმ.
იარდიydსიგრძის არამეტრული საზომი ერთეული. უდრის 0.9144 მ.(3 ფუტს)
დუიმი (ინჩი)inსიგრძის არამეტრული საზომი ერთეული, 1/12 ფუტი. უდრის 2.54 სმ.
უნიტიUსპეციალური მოწყობილობების (სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული, მუსიკალური, ენერგეტიკული) სიმაღლის საზომი ერთეული, რომლებიც თავსდება სამაგრი კონსტრუქციების მქონე სპეციალურ კარადაში ან სადგამზე. უდრის 44.45 მმ.
სინათლის წელიlyმანძილი, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში გრავიტაციული ველების ზემოქმედების გარეშე, ერთ იულიანურ წელში. უდრის 9 460 730 472 580.8 კმ (63 241.1 ასტრონომიულ ერთეულს)
ასტრონომიული ერთეულიauუდრის 149 597 870.700 კმ. (საშუალო მანძილს მზესა და დედამიწას შორის)
პარსეკიpcსიგრძის ერთეული, რომელიც გამოიყენება მანძილის გასაზომად ასტრონომიაში. დასახელება შედგენილია სიტყვებისაგან parallax და second. დედამიწიდან ერთი პარსეკის (პს) მანძილზე დაშორებული ობიექტის წლიური ტრიგონომეტრიული პარალაქსი უტოლდება ერთ სეკუნდს. ამგვარად, პარსეკი არის მანძილი რომლიდანაც დედამიწის ორბიტის საშუალო რადიუსი (1 ა.ე. ) ჩანს ერთი სეკუნდის კუთხით. 1 პარსეკი = 3.2616 სინათლის წელს
ადლისიგრძის საზომი ერთეული ძველ საქართველოში. იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე და უდრიდა 2 წყრთას (დაახლოებით 101,15 სმ.)
არშინიძველებური რუსული სიგრძის საზომი ერთეული, უდრის 71.12 სმ. იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე.
აღაჯისიგრძის საზომი ერთეული ძველ საქართველოში. თავდაპირველად იგი გზებზე დასმულ ბოძებს შორის მანძილს გამოხატავდა. შემდეგ იგი დროზე დამყარებული საზომი გახდა და მხედრის მიერ ერთ საათში გავლილ მანძილს უდრიდა. ამის გამო მისი ზომა სხვადასხვა დროს 5.7-6.7 კმ. ფარგლებში მერყეობდა.
ბიჯისაზომი ერთეული ძველ საქართველოში. შეადგენდა ორ ნაბიჯს. თავდაპირველად უდრიდა 1.4 მ., შემდგომ 1 ადლს(დაახლოებით 101,15 სმ).
გოჯეულისიგრძის საზომი ერთეული ძველ საქართველოში. უდრიდა 2 გოჯს.
გოჯისიგრძის საზომი ერთეული ძველ საქართველოში. მანძილი ცერის ბოლო სახსრიდან ფრჩხილის წვერამდე, 9 ხორბლის მარცვლის ტოლი. უდრის დაახლოებით 3,16 სმ.
ეჯიმანძილის საზომი ერთეული XII-XVIII საუკუნეების საქართველოში. უდრიდა 6-7,5 კმ. ეჯი იყო მანძილი, რომელსაც აქლემი ერთ საათში გადის.
თითისიგრძის საზომი ერთეული ძველ საქართველოში. უდრიდა საშუალო ტანის ადამიანის შუა თითის სიგანეს, დაახლოებით 2,1 სმ.
თოფისაზომი ერთეული ძველ საქართველოში. XVIII საუკუნეში საქართველოში თოფით იზომებოდა ქსოვილი. თოფის სიდიდე იყო 8-10 მეტრი (8–10 ადლი).
მანძილიმანძილის საზომი ერთეული XVIII საუკუნის საქართველოში. შემოვიდა ირანიდან, უდრიდა 15.5 კმ.
მტკაველისიგრძის საზომი ერთეული საქართველოში XIX საუკუნემდე, მანძილი გაშლილ ცერსა და ნეკს შორის. უდრიდა დაახლოებით 25,3 სმ.
პირიდაჭრილი შეშის საზომი. უდრიდა 1/4 საჟენს (დაახლოებით 53 სმ.)
საჟენიძველებური რუსული სიგრძის საზომი ერთეული; უდრის 2.13 მ. (3 არშინი). იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე.
ფარსანგიიგივე ეჯი. მანძილის საზომი ერთეული XII-XVIII საუკუნეების საქართველოში. უდრიდა 6-7,5 კმ. ეჯი იყო მანძილი, რომელსაც აქლემი ერთ საათში გადის.
ციდასიგრძის საზომი ერთეული საქართველოში. მანძილი გაშლილ ცერსა და საჩვენებელი თითის წვერს შორის. უდრიდა დაახლოებით 18 სმ.
წყრთასიგრძის საზომი ერთეული ძველ საქართველოში. მანძილი იდაყვიდან შუა თითის ბოლომდე. უდრიდა დაახლოებით 51 სმ.






















კლუბი ,,რუბიკის" მეთოთხმეტე შეხვედრა
2019 წლის  30 მაისი.

ფული
ბანკროტი და მონეტა

ქართული ფულის ისტორია




















ფული ყველაზე უტყუარი დოკუმენტი და ისტორიული ძეგლია, რომელიც მოგვითხრობს მისი მოჭრის მომენტისათვის ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. ქართული ნუმიზმატიკის ისტორია ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესია.
მონეტების შემოღებამდე გადახდის საშუალებას სხვადასხვა ნივთი თუ საქონელი წარმოადგენდა: ნიჟარები, ხორბალი, შინაური ცხოველები, მონები და სხვა. ბრინჯაოს ხანაში ფულის ეკვივალენტად მეტალი იქცა. ვაჭრობის განვითარებასთან ერთად, საჭირო გახდა მეტალის ნომინალიზაცია წონითა და ძვირფასი მეტალების შემადგენლობით, რასაც მოგვიანებით ზოდებზე დამღის დასმით ამტკიცებდნენ.
ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით VII საუკუნეში ერთდროულად მცირე აზიის ლიდიასა და ჩინეთში შემოიღეს მონეტები. მცირე ზომისა და წონის მაღალი ღირებულების მქონე მონეტებმა თანდათანობით ჩაანაცვლეს ზოდები და ანგარიშსწორების ძირითად ერთეულად იქცნენ.
მონეტებს გადახდის ადრეული ერთეულებისაგან განასხვავებდა მათი გარანტორი, რომელსაც სახელმწიფო წარმოადგენდა. ამ დეტალმა ფული აქცია სახელმწიფო ფასიან ნიშნად ანუ სახელმწიფო სამონეტო რეგალიად და მის განუყოფელ ნაწილად.
ქართული ფულის დაბადების ათვლის წერტილად უნდა მივიჩნიოთ ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნე, როდესაც კოლხეთის სამეფოში ბრუნვაში შევიდა კოლხური თეთრი. კოლხური თეთრი ძალიან ღირებული დეტალია საქართველოს ისტორიის ყველაზე ნაკლებად შესწავლილი პერიოდის შესახებ ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. კოლხური თეთრის გავრცელების არეალზე მსჯელობა მისი აღმოჩენის ადგილების მიხედვით შეიძლება. სხვადასხვა დროს ის აღმოჩენილია ყირიმში – ნიმფეონის ტაძრის ნანგრევებში; ქერსონესში; სოჭის რაიონში; ტრაპეზუნტის მიდამოებში; ქართლში – არმაზში და სხვა. თავად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ნახევარდრაქმის II ტიპის კოლხური მონეტები ათასობითაა ნაპოვნი.
VI საუკუნის მიწურულს ქართლის სამეფო გაუქმებულია არაბების მიერ. ქართველები აწარმოებენ მძიმე განმათავისუფლებელ ბრძოლებს და ამ პერიოდში ქართლის ერისთავები გურგენი და სტეფანოზი ჭრიან ქართულ მონეტას, რითაც მთავრდება წყვეტა ქართული ფულის ისტორიაში.
ქართული ნუმიზმატიკის 26-საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მონეტების ფორმა, სტილი, წარწერები და გამოსახულებები იცვლებოდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად, რაც საშუალებას გვაძლევს, უწყვეტ დინამიკაში მივადევნოთ თვალი ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიას.
ქართულ მონეტებში ხშირი იყო უცხოური ან ორენოვანი წარწერები (ქართულ-ბერძნული, ქართულ-არაბული, ქართულ-სპარსული), რაც პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზებით იყო ნაკარნახევი.
ქართული სახელმწიფოს ყველაზე ახლო და მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები, ბუნებრივია, ახლო სამეზობლოსთან ჰქონდა, თუმცა ბოლო პერიოდში ქართული მონეტები აღმოჩენილ იქნა საქართველოდან რამდენიმე ათასი კილომეტრით დაშორებულ ადგილებში, რაც ადასტურებს ქვეყნის ძლიერ განვითარებულ სავაჭრო სტატუსს. ეს დიდწილად ალბათ ქვეყანაზე გამავალი სავაჭრო საქარავნო ქსელების დამსახურებაა.
წარწერები მონეტებზე ნათლად გადმოსცემენ ქვეყნის აღმავლობისა და დაცემის ისტორიას.
ასე მაგალითად:
დავით IV აღმაშენებლის უიშვიათეს სპილენძის მონეტას ამშვენებს ქართული ზედწერა – “ქრისტე, ადიდე დავით, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა”.
დავით VI ნარინის მონეტებზე დამამცირებელი სპარსული წარწერაა დატანილი – “მონა ყაენის, მეფე დავით”.
ზოგჯერ მონეტებს ერთობლივად ჭრიდნენ. ამის ნიმუშია დავით ნარინისა და დავით ულუს საერთო მონეტა.
გიორგი მესამემ ქალიშვილის თანამესაყდრედ გამოცხადების შემდეგ მოჭრა მონეტა ქართული წარწერებით - “მეფეთ-მეფე გიორგი” “მეფე დედოფალი თამარი”
ერთი მეფის მეფობის პერიოდშიც ხშირად მონეტების მოჭრას უკავშირებდნენ ამა თუ იმ მნიშვნელოვან მოვლენას. ასე, მაგალითად, თამარმა დავით სოსლანთან დაქორწინებას მიუძღვნა ულამაზესი წესიერი ჭრის ბაგრატოვანთა ღერბით დამშვენებული თამარ-დავითიანი მონეტა.
ასევე ხშირი იყო წინა მმართველის მონეტების გადადამღვაც, რასაც ყველაზე ხშირად დედოფალი რუსუდანი მიმართავდა.
ხშირი იყო დამპყრობლების მიერ ქართული მონეტების გადაჭედვა და პირიქით, ქართველი მეფეების მიერ საოკუპაციო მონეტების ქართულ მონეტებად გადაჭედვა. ამ მეთოდსაც ყველაზე ხშირად რუსუდანი იყენებდა.
გარდა ქართველი მეფეებისა, საქართველოში ადგილობრივ ზარაფხანებში ფულს ჭრიდნენ დამპყრობლებიც და ეს მატერიალური მემკვიდრეობა, რომელიც წარმოდგენილია საოკუპაციო მონეტებით, ნათლად და ზუსტად აღწერს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას მონეტის მოჭრის მომენტისათვის. ამას აადვილებს მონეტებზე მითითებული მმართველის სახელი, მოჭრის თარიღი, ზარაფხანა და ლეგენდა.
ქართულ ნუმიზმატიკაში გხვდება ე.წ ანონიმური მონეტებიც. მართალია, ამ მონეტებზე მოჭრის თარიღები დარტყმულია, მაგრამ ამ თარიღებში ხშირად რამდენიმე მმართველი ჭრიდა მონეტებს და მათი იდენტიფიცირება გართულებულია.
ძალიან საინტერესოა მეფე ერეკლე II-ის მონეტები - როგორც მხატვრული, ისე პოლიტიკური ნიშნით. ყველაზე საინტერესოდ მაინც ერეკლეს ორთავიანი და ერთთავიანი არწივებით მოჭრილი მონეტებია. ორთავიანი მონეტა ერეკლე მეორემ 1781 წელს მოჭრა რუსეთთან სამხედრო პოლიტიკური დაახლოების ნიშნად. მონეტის მოჭრიდან ორ წელიწადში გაფორმდა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი. 1795 წელს აღა მაჰმად ხანის ცნობილი შემოსევისას რუსეთმა არ შეასრულა სამოკავშირეო ვალდებულება და საქართველო სამხედრო დახმარების გარეშე დატოვა ძლიერი მტრის პირისპირ. ამ ღალატის პასუხად 1796 წელს ერეკლე ჭრის ახალ მონეტას, სადაც ორთავიანის ნაცვლად ერთთავიანი არწივია გამოსახული.
რუსეთის მიერ საქართველოს სრულ ოკუპაციამდე ბოლო მონეტა ერეკლე მეორის მემკვიდრემ, გიორგი მეთორმეტემ მოჭრა.
1804 წლიდან თბილისში იწყება რუსულ-ქართული მონეტების მოჭრა. მონეტებს ავერსზე ქართული ასოებით დატანილი ჰქონდა ზარაფხანა “თბილისი”, რევერსზე – ნომინალი, თარიღი და მონეტის მომჭრელის რუსული ინიციალები.
1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე დაიწყო მუშაობა ახალი ქართული ფულის შექმნაზე და უკვე 1919 წლიდან ბრუნვაში შევიდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონები. ბონებზე წარწერები ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენაზე იყო დაბეჭდილი. მზადდებოდა ახალი ქართული ვალუტის გამოშვებაც, ცნობილია ამ ფულის რამდენიმე საკონკურსო ესკიზიც. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციამ ეს ემისია 74 წლით გადადო.
ახალი ქართული ეროვნული ვალუტა - ლარი - ბრუნვაში 1995 წელს შევიდა და დღემდე აგრძელებს ქართული ფულის ისტორიას. 


ქართული ფულის ერთეულები-ის სურათის შედეგი




















კლუბი ,,რუბიკის" მეთხუთმეტე შეხვედრა
2019 წლის  5 ივნისი.


შეჯამება
კონკურსი
,,ყველაზე ჭკვიანი"























2018-2019 სასწავლო წლის კლუბ  ,, რუბიკის" ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე გახდა აბო სარჯიანი. ვულოცავ აბოს. წარმატებები  ბავშვებოოო

Комментариев нет:

Отправить комментарий